მთავარიკუბირუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებს სხვა ქვეყნებშიც შეუერთდნენ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებს სხვა ქვეყნებშიც შეუერთდნენ

პოლიციამ 21 აპრილს რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების დროს 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები, საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლებასა და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას მოითხოვდნენ.

 
დემონსტრაციებს მხარი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც დაუჭირეს და მათ საკუთარი პოზიცია სოციალური ქსელის საშუალებით დააფიქსირეს. ერთ-ერთმა მათგანმა ავსტრიიდან გაავრცელა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ რუსეთვისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი დადგა.

“ალექსეი ნავალნის მსოფლიოს გარშემო არაერთი მოქალაქე უჭერს მხარს. მათ შორის ვარ მეც. თავისუფლება ნავალნის!”

საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ ჩეხეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთშიც. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ლოზუნგები, “რუსეთი პუტინის გარეშე”, “რუსეთი მეფის გარეშე”, “მსოფლიო დაიღალა უსამართლობით.”

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, მარტის ბოლოდან შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის შესაძლოა სიკვდილის ზღვარზეც მივიდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend