მთავარიაზიასირიაOPCW -ის ინფორმაციით სირიის მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა

OPCW -ის ინფორმაციით სირიის მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა

ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ რეაგირება მოახდინა  სირიის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის მიმართ მომწამვლელი იარაღის მრავალგზის გამოყენების ფაქტებზე.

87-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას სირიისათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა 15 ქვეყანა, რომელთა შორისაცაა სირია, რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ხოლო 34-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობისგან.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ გასულ წელს ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სირიის საჰაერო ძალებმა  2017 წელს სოფელ ლატამინაჰზე 3 ჯერ განხორციელებული თავდასხმების დროს გამოიყენეს მომწავლელი სარინისა და ქლორის გაზი.

2013 წელს სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ დასთანხმდა, რომ ქვეყნის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში გაერთიანდებოდა და ქიმიურ იარაღს გაანადგურებდა.

საერთაშორისო ზეწოლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სირიის ხელისუფლებამ  დამასკოს გარეუბან გუტაში ოპოზიციის მიმართ მომწამვლელი გაზი სარინი გამოიყენა, რასაც 1400 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ მოვლენის შემდეგ ასადის რეჟიმი კიდევ  არაერთხელ დაადანაშაულეს მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში.

ბოლო 10 წლის განმავლობაში სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირე რუსეთი მუდმივად უარყოფდნენ დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს. მათი განცხადებით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია პოლიტიზებულია და დასავლეთის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend