მას შემდეგ რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის ნაცვლად, კორონავირუსის გამოსავლენი ტესტირების ჩატარების საფუძველზე შეუძლიათ, 587-მა ადამიანმა გადმოკვეთა ე.წ. საზღვარი. მათგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის 5 დღიანი კარანტინი 19 აპრილიდან გაუქმდა. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 14 აპრილს მიიღო.