მთავარიაზიაირანივენაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს

ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს

ვენაში 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მოლაპარაკებებში ბრიტანეთის, გერმანიის, ირანის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები მონაწილეობენ.

„ჩვენ მოლაპარაკების პროცესში ვართ, გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა მალე ნათლად დავინახავთ, თუ როგორ გამოიყურება საბოლოო დოკუმენტი. ჩვენ ახლა მომზადების პროცესს გავდივართ“, – ამბობს ვანგ ქუნი, ჩინეთის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

რუსი დელეგატის განცხადებით, წარმომადგენლები ახლა დროებით ისვენებენ და თან ლიდერებთან გადიან კონსულტაციას.

 

ვენაში დაწყებულ მოლაპარაკებას ბიძგი მისცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც მიანიშნა, რომ მზადაა განაახლოს დონალდ ტრამპის მიერ დატოვებული შეთანხმება, თუმცა მანამდე ირანმა უნდა შეასრულოს ბირთვულ სფეროში ნაკისრი ვალდებულებები.

მოლაპარაკების განახლებამდე ორი დღით ადრე ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრებას იწყებს.

ამ ფაქტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას.

თეირანი დაჟინებით იმეორებს, რომ ის არ ჩაერთვება აშშ-სთან არანაირ მოლაპარაკებებში, სანამ ვაშინგტონი  თეირანისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend