მთავარიამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მომავალშიც ჩართული იქნება ციფრული ეკონომიკის დაბეგვრასთან დაკავშირებით მიმდინარე...

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მომავალშიც ჩართული იქნება ციფრული ეკონომიკის დაბეგვრასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებში

„საქართველო მომავალშიც ჩართული იქნება  ციფრული ეკონომიკის დაბეგვრასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებში და ჩვენ, როგორც განვითარებად ქვეყანას, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე,მტკიცედ გვწამს, რომ, ამ სამუშაოს შედეგები, რომლებიც მიმართულია მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ, სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“,-ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, 2016 წლის 16 ივნისს, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მიუერთდნენ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიურ პლატფორმას და იკისრა BEPS-ის პაკეტის (მინიმალური სტანდარტები) დანერგვის ვალდებულება, გადასახადებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაბეგვრის მოქმედი წესების სრულყოფის და უფრო გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

„დღეისთვის, საქართველომ წარმატებით დანერგა BEPS-ის მინიმალური სტანდარტები. კერძოდ, 2017 წლის 7 ივნისს, 70-მა მინისტრთან და  მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ხელი მოაწერა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ მრავალმხრივ კონვენციას (“MLI“) .
კონვენცია საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2019 წელს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 19 ნოემბერს, საქართველო არჩეულ იქნა ამ მრავალმხრივი კონვენციის კონფერენციის თავმჯდომარედ, 3 წლის ვადით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველომ დანერგა გამჭვირვალობის მექანიზმი გარკვეული საგადასახადო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის სპონტანური გაცვლისთვის.

ქვეყანამ ხელი მოაწერა „კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას“ ქვეყნების მიხედვით ანგარიშების  გაცვლის შესახებ (CbC MCAA)  და შეიმუშავა CbC ანგარიშგების სტანდარტის განხორციელების სამართლებრივი ჩარჩო. ამ მიღწევების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს BEPS-ის სტანდარტების დანერგვის პროცესზე მუშაობას, უფრო სამართლიანი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს OECD-სმუშაობას, დაგეგმილ ვადებში პირველი და მეორე სვეტის შესახებ კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ქართველმა პარალმენტარმა.

მისივე თქმით,  2016-2020 წლებში, საქართველოს მოქმედი ფინანსთა მინისტრი არჩეულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრად. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სწორედ ლაშა ხუციშვილის უშუალო ზედამხედველობით, საქართველო აქტიურად იყო ჩართული ციფრული ეკონომიკის შედეგად წარმოქმნილ საგადასახადო გამოწვევებთან გასამკლავებლად მიმდინარე სამუშაო პროცესში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend