მთავარისპორტიინგლისურმა კლუბებმა ევროპის სუპერლიგა დატოვეს

ინგლისურმა კლუბებმა ევროპის სუპერლიგა დატოვეს

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა: “ჩელსიმ”, “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ლივერპულმა”, “ტოტენჰემმა” და “არსენალმა” ევროპის სუპერლიგა დატოვეს.

ამის შესახებ მათ განცხადებები ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განათავსეს.

პირველი გუნდი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ლონდონის “ჩელსია”. გულშემატკივართა პროტესტს გუნდის ლეგენდარული მეკარე, პეტერ ჩეხიც შეუერთდა.

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ევროპის სუპერლიგის მონაწილე გუნდები საშინაო ტურნირებზე ვერ იასპარეზებენ, მოთამაშეებს კი ეროვნული ნაკრების მაისურით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოსვლა აეკრძალებათ.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend