ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს. 12 ნაფიც მსაჯული, რომელთაგან 6 ფერადკანიანია, დახურულ კარს მიღმა მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდა დერეკ შოვინის საქმეზე.
პროკურატურის მტკიცებით შოვინმა ფლოიდის წინააღმდეგ ისეთი მეთოდი გამოიყენა, რომლიც არასწრულწლოვანმაც კი იცის რომ აკრძალულია.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურამ ვერ დაადასტურა ეჭვი დერეკ შოვინის ბრალეულობის შესახებ.
დერეკ შოვინს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მაშინ როცა შოვინის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება, მინეაპოლისი მორიგი არეულობის ზღვარზეა.
ამერიკის სხვა შტატებში ეროვნული გვარდია პატრულირებს. ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.