მთავარი ამბები შარლ მიშელი - პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა

შარლ მიშელი – პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა

პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელის განცხადებით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება არის ახალი ეტაპის დასაწყისი და საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

,,უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. რასაკვირველია, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

უახლესი

სხვა ამბები