მთავარი ამბები ევროკავშირის წარმომადგენლობა - ჩვენი ოფისის კარი ღიაა პარლამენტის არჩეული დეპუტატებისთვის

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ჩვენი ოფისის კარი ღიაა პარლამენტის არჩეული დეპუტატებისთვის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია, – ამის შესახებ ევროკავშირის ოფისში განაცხადეს.

მათივე განმარტებით, ოფისის კარი არჩეული დეპუტატებისთვის დილიდან, 09:00 საათიდან გაიღო.

პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

შესაბამისი მოწოდება, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დარჩენილი პარტიების მიმართ კიდევ გუშინ გააკეთა.

“საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: თქვენ მოწვეულნი ხართ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ხვალ (სამშაბათს) დილის 9:00 საათიდან,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა გუშინ ღამით.

უახლესი

სხვა ამბები