საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომლის გარანტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია.
“”ევროპული საქართველო”, რომლის სიითაც მე გავედი, დარწმუნებული ვარ დღეს თუ არა ხვალ შეუერთდება ამ ახალი ტალღის დაწყებას საქართველოს სახელმწიფოებრივ რეალობაში, რატომ? – იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ რომ რაც აქამდე იყო, ის ბრძოლის ეტაპი სრულდება და იწყება ახალი, რომლის გარანტია არის ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები”, – განაცხადა ახვლედიანმა.