მთავარიევროპაიტალიასიცილიის მოსახლეობის 80% უარს აცხადებს AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაზე

სიცილიის მოსახლეობის 80% უარს აცხადებს AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაზე

ვაქცინაციის კამპანიისადმი ხალხის ნდობის აღდგენა კუნძულ სიცილიაზე ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ბოლოდროინდელმა გამოძიებამ კი, რომელიც კორონავირუსის ინფიცირებულთა რეალური მონაცემების დამალვას ეხებოდა, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება, რასაც სიცილიის ჯანდაცვის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გადადგომაც მოჰყვა.

პროფესორი სტეფანია სტეფანი რეგიონული სამეცნიერო კომიტეტის წევრია. ჯგუფი უშუალოდ არ არის ჩართული კორონავირუსის მონაცემების მართვაში. თუმცა პროფესორმა განაცხადა, რომ მომხდარმა მოსახლეობა შეაშფოთა.

 

ამ მოვლენამ უარყოფითად იმოქმედა ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობაზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პროფესორის აზრით, მნიშვნელოვანია, ბევრი ადამიანმა ჩაიტაროს ვაქცინაცია, რადგან, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, უფრო მეტი ბიზნესი გაიხსნება.

სიცილიელები იმედგაცრუებული არიან. პალერმოში ბიზნესის მფლობელები ქუჩაში გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც ქალაქი წითელ ზონად გამოცხადდა.

რამდენიმე დღის წინ კი რეგიონის გუბერნატორმა ნელო მუსუმეჩიმ განაცხადა, რომ სიცილიის მოსახლეობის 80% უარს აცხადებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებაზე.

მოსახლეობა იმედგაცრუებულია მთავრობის მიდგომებითა და მოქმედებებით. არსებობს გარკვეული შიში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართ, რადგან ამ ვაქცინით რამდენიმე ადამიანი უკვე გარდაიცვალა, ზოგი კი ავად გახდა.

როგორც მათთვის ცნობილია, შეზღუდვების დაწესების თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივმა მთავრობამ რეალური მონაცემები დამალა, რადგან სიცილიაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისია.

ერთი მხრივ, ადამიანებს გააზრებული აქვთ პრობლემა, თუმცა, მეორე მხრივ, ისინი ვეღარ ენდობიან ადგილობრივ მთავრობას. სხვები კი აცხადებენ, რომ ვაქცინების მიმართ უნდობლობა შესაძლოა სიცილიელების ხასიათიდან და კულტურიდან მომდინარეობდეს.

ასტრაზენეკასვაქცინისადმი ხალხის ნდობის ასამაღლებლად, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონის ვაქცინაციის რამდენიმე ცენტრში წინასწარი დაჯავშნის გარეშე შესაძლებელია მისვლა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა.

კუნძულ სიცილიაზე ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ რეგიონში კოვიდპანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალი იმაზე მეტია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში.

ევროსტატის მონაცემებით, სიცილია და კამპანია ევროკავშირის რეგიონებია, რომლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის საშიშროების წინაშე დგას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend