მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკადიპლომატიური სკანდალი რუსეთსა და ჩეხეთს შორის

დიპლომატიური სკანდალი რუსეთსა და ჩეხეთს შორის

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ეს გადაწყვეტილება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის 17 აპრილის განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ ქვეყანამ 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაცეკის განცხადებით, რუსეთის საელჩოს თანამშრომლები იდენტიფიცირებულნი იყვნენ რუსეთის ჯაშუშებად.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა შაბათს განაცხადა, რომ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებენ, რაც 2014 წელს საბრძოლო მასალების ბაზის აფეთქებას უკავშირდება.

ჰამაჩეკმა, რომელიც ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, თქვა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები  რუსეთის ჯაშუშები არიან. მათ 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ ქვეყანა.

პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ჩეხეთის სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოწოდებულ “ერთმნიშვნელოვან მტკიცებულებებს”, რომლებიც მიანიშნებს რუსი სამხედრო აგენტების მონაწილეობაზე აღმოსავლეთ ქალაქში მომხდარ აფეთქებაში, რომელსაც “ორი უდანაშაულო მამა” ემსხვერპლა.

“ჩეხეთი სუვერენული სახელმწიფოა და ადეკვატურად უნდა მოიქცეს ასეთი შემთხვევების დროს”, –  განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

აფეთქება 2014 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ ვრბეტიცეს საწყობში მოხდა, აქ 50 ათასი ტონა საბრძოლო მასალა ინახებოდა, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

იმავე წლის 3 დეკემბერს ბაზაზე 13 ტონა საბრძოლო მასალა აფეთქდა.

ბაბიშის თქმით, პრეზიდენტ ზემანს, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული შეხედულებებით, აქვს ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ  და ” სრულ მხარდაჭერას გამოხატავს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend