მთავარისაქართველოდოკუმენტს -"საქართველოს წინსვლის გზა" ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში ხელს აწერენ

დოკუმენტს -“საქართველოს წინსვლის გზა” ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში ხელს აწერენ

შარლ მიშელის დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელმოწერის ცერემონიაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან  შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს მოაწერენ „ქართული ოცნება“, ოპოზიციიდან კი „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „რესპუბლიკური პარტიის“, „მოქალაქეების“ და „გირჩის“ ლიდერები.

ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერას დააფიქსირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ოპოზიციონერი ლიდერი დავით ბაქრაძე და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ხელმოწერები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend