ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს, რაც ნიშნავს რომ, ამ ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ.
მრავალი ოჯახისთვის ეს სასიხარულო ამბავია, რადგან პანდეემიის დაწყებიდან პირველად ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ახლობლებს.
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიმართულებით მიმავალი მგზავრებისთვის სავალდებულო არ იქნება არც ვაქცინაციისა და ტესტირების დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, რადგან მგზავრების შესახებ ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შემოწმდება.