მთავარიაზიაპაკისტანიპაკისტანში ულტრამემარჯვენე პარტიის მომხრეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

პაკისტანში ულტრამემარჯვენე პარტიის მომხრეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

პაკისტანში ფუნდამენტალისტური პარტიის მომხრეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, 20 კი დაშავდა.

არეულობა გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია “თერეკ ე ლაბაიკის” ლიდერი დააკავეს. იგი საფრანგეთის ელჩის გაძევებას მოითხოვდა.

პოლიციამ გარკვეული ჯგუფები შეტაკებების ორგანიზებასა და  ოფიცრების მძევლად აყვანაში დაადანაშაულა.

პარტიის წარმომადგენლები მას შემდეგ ხელმძღვანელობენ ანტიფრანგულ კამპანიას, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალ „შარლი ებდოს“ უფლებები დაიცვა.

ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აქვეყნებდნენ, რაც ბევრმა მუსლიმმა მკრეხელობად მიიჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის მთავრობამ აკრძალა ტერორისტული დაჯგუფებების მოქმედება, ჯგუფმა პირობა დადო, რომ მაინც გააგრძელებს ბრძოლას, სანამ საფრანგეთის ელჩი ქვეყანას არ დატოვებს.

გასულ კვირას  ფრანგ მოქალაქეებსა და ფრანგულ კომპანიებს ქვეყნის დატოვება ურჩიეს, რათა მორიგი მსხვერპლი აეცილებინათ თავიდან.

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend