ჩრდილოეთ კაიროში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 11 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა.
მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები – მაშველები გადარჩენილებს ეძებენ. მგზავრების განცხადებით, მატარებელი უბედურ შემთხვევამდე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
დაკავებულია მატარებლის მძღოლი და თანაშემწე. ეგვიპტეში სარკინიგზო ავარია ბოლოს მიმდინარე წლის მარტში მოხდა. მაშინ ერთმანეთს ორი მატარებელი დაეჯახა. ეგვიპტეში ავარიები და უბედური შემთხვევები ხშირია, რადგან სარკინიგზო სისტემა გაუმართავი და ძველია.