მთავარი ამბები „გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა.

„ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია – მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ დოკუმენტს არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება – ის არ იქნება შეთანხმება.

„მინდა, რომ მოგვბაძონ კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება. მე მინდა, რომ განვმარტო, თუ „ქართული ოცნება“ ჩვენთან დადებს ამ შეთანხმებას და მოაწერს ამას ხელს და აქ არსებული პირობები აღსრულდება მიუხედავად იმისა, რას იზამს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში და ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება – ის არ იქნება შეთანხმება და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

უახლესი

სხვა ამბები

შარლ მიშელიშარლ მიშელი