მთავარიამბებიისრაელში დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა

ისრაელში დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა

ისრაელში ლეგალურად დასაქმების სურვილი, ოთხი დღეში 1132 ადამიანმა გამოთქვა.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, 12 აპრილს ისრაელში დასაქმებისთვის სპეციალურ პორტალზე მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება სამუშაო ადგილების კვოტას – 2021 წელს დაგეგმილია საქართველოს 1000 მოქალაქის ისრაელში დასაქმება.

სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend