მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო მიკ ჯაგერმა და დეივ გროლმა პანდემიის ჰიმნი დაწერეს

მიკ ჯაგერმა და დეივ გროლმა პანდემიის ჰიმნი დაწერეს

მიკ ჯაგერი და დეივ გროლი პანდემიის ჰიმნის შესაქმნელად თანამშრომლობენ. სიმღერის „იზი სლიზი“ შესაქმნელად როლინგ სტოუნზის სოლისტი ნირვანას ყოფილ დრამერთან დისტანციურად მუშაობდა.

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ წერს, რომ მიკ ჯაგერმა ახალი სახალისო სიმღერა „იზი სლიზი“ გამოუშვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილ მოწყენილობას ეხმაურება.

სიმღერას ჟურნალი „როლინგ სტოუნზიც“ გამოეხმაურა: „მიკ ჯაგერს საკუთარი პოზიცია აქვს პანდემიასთან, ანტივაქსერებსა და კონსპირაციის თეორიებთან დაკავშირებით.“

„როლინგ სტოუნზის სოლისტი ახალ სიმღერაში, რომელიც ფუ ფაითერის სოლისტთან დეივ გროლთან ერთად გამოუშვა, თავის მოსაზრებას აჟღერებს და ამბობს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა.“


„იზი სლიზი“ მიკ ჯაგერის პირველი სოლო სიმღერაა 2017 წლის შემდეგ, როდესაც მან ორი სიმღერა „თავი ხელში აიყვანე“ და „ინგლისი დამარცხდა“ გამოუშვა. ეს ორი სიმღერა იმდროინდელ გაურკვევლობასა და იმედგაცრუებას ეხებოდა.

„ინგლისი დამარცხდა“ პოსტბრექსიტულ ბრიტანეთში არსებულ შფოთვასა და პოლიტიკურ ცვლილებებზეა.

შარშან როლინგ სტოუნზმა 2012 წლის შემდეგ პირველი სიმღერა „უკაცრიელ ქალაქში ცხოვრება“ გამოუშვა.

სიმღერა კორონავირუსის კრიზისამდე დაიწერა, მაგრამ ბევრი რამ იწინასწარმეტყველა. სიმღერის ტექსტი ასეთია: „ცხოვრება მშვენიერი იყო, შემდეგ ყველა ჩავიკეტეთ და თავს ვგრძნობდით, როგორც მოჩვენებები უკაცრიელ ქალაქში.“ 

უახლესი

სხვა ამბები