მთავარიევროპაიტალიაროგორ შეცვალა პანდემიამ ადამიანების დამოკიდებულება სამუშაო გარემოს მიმართ

როგორ შეცვალა პანდემიამ ადამიანების დამოკიდებულება სამუშაო გარემოს მიმართ

კატანიაში ცხოვრება ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც  მანჰეტენზე, თუმცა მაიკლმა გადაწყვიტა, პანდემიის დროს იტალიაში გადასულიყო, რათა იმ კომპანიისთვის, რომელშიც იმუშავებდა, ცვლილებები და კეთილდღეობა მოეტანა .

მაიკლ ამბობს, რომ ამერიკული ოცნება სამხრეთ იტალიაში აისრულა, როდესაც კატანიაში  ვებგვერდ FLAZIO-ზე სამსახური შესთავაზეს. ის დაუფიქრებლად ავიდა გემზე და იტალიაში გაემგზავრა.

„ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი, მე იმავე ენერგიულ სამუშაოს ვეწევი, რომელიც ნიუ-იორკში მქონდა.  მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კატანიას მსგავს ადგილზე ამას ფანტასტიკურად  ვაკეთებ“,- ამბობს მაიკლი

FLAZIO რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ის თანდათან იზრდება. დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პანდემიამ შრომაზე მოთხოვნა გაზარდა,  გამოჩნდა  ბევრი ადამიანი, რომელთაც აქ გადმოსვლა სურთ.

„ჩვენ ვიღებთ განაცხადებს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებიც მუშაობენ დიდ კომპანიებში. ასეთ ადამიანებს ადრე ვუკავშირდებოდით, მაგრამ ხშირად უარს ამბობდნენ შეთავაზებაზე, რადგან სამხრეთში გადმოსვლა მათთვის  რთული იყო, ამისთვის კომპენსაციასაც კი ითხოვდნენ“,- ყვება კომპანიის ხელმძღვანელი ფლავიო ფაზიო.

ჩაკეტვამ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალი აიძულა, რომ თავიანთი სამუშაო საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ.

იმ ადამიანების საერთო რაოდენობამ, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ და ახლა დისტანციურად მუშაობენ სამხრეთი იტალიიდან, 145 000-ს მიაღწია.

ასოციაცია SOUTH WORKING მხარს უჭერს ცხოვრების გასაუმჯობესებლად ახალგაზრდა პროფესიონალების იტალიის სამხრეთში დაბრუნებას. ასოციაციის პრეზიდენტი ელენა მილიტელო  ამას  “მიბრუნების მიდგომას” უწოდებს.

„როდესაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სურთ ჩვენს ქსელში გაწევრიანება, მათ ვთხოვთ, შემდეგი პირობები გაითვალისწინონ: უნდა ჰქონდეთ კარგი ინტერნეტი, აეროპორტები და სადგურები უნდა იყოს ადვილად მისადგომი, მათ ასევე უნდა შექმნან პროფესიული სივრცე, რომელიც ადგილობრივი საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ, ამ საზოგადოებას რაღაც შევთავაზოთ “,- ამბობს SOUTH WORKING-ის პრეზიდენტი ელენა მილოტელო.

პალაცოლო-აკრეიდე, შუასაუკუნეების ქალაქია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. აქ მოსახლეობის შემცირების გამო მრავალი საჯარო სივრცე გამოუყენებელი დარჩა.

„ამ ადგილს, სადაც ადრე ძველი ციხე იყო, სამუშაო სივრცედ ვაქცევთ. ჩვენ შეგვიძლია მას ვუწოდოთ ციფრული მოედანი, რომელიც აღჭურვილია ინტერნეტით. აქ სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ ლექციებს ან იმუშაონ დისტანციურად და თან ულამაზესი პეიზაჟითაც  დატკბებიან”,- ამბობს პალაცოლო-აკრეიდეს მერი.

გამოწვევა ახლა ისაა, რომ ყველა დარწმუნდეს, რომ ეს არ არის დროებითი და ეს იდეა სამხრეთი იტალიის ეკონომიკასაც ეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend