მთავარი ევროპა უკრაინა აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია

უკრაინის არმიასა და რუს სეპარატისტებს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

„აქ უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, სამხედროები სხვაგან არიან განლაგებული. თუმცა მსხვერპლი მაინც არის“, – აცხადებს უკრაინელი ჯარისკაცი ანდრეი.

მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთის ჯარმა უკრაინის საზღვართან მობილიზაცია გამოაცხადა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სროლა ყოველდღიურად მიმდინარეობს. რეგიონში მცხოვრები ადამიანები მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ.

„ბოლო ორი დღეა, ჩემი შვილი ღამით იღვიძებს და ყვირილს იწყებს. ის შვიდი წლისაა. აქამდე მშვიდად ეძინა“, – ამბობს  ოქსანა.

„ბოლო დღეებია, ისვრიან. ყველა ომის დაწყებას ელის, არავინ არ იცის, როგორ დამთავრდება მოლაპარაკება“, – ამბობს ნიკოლაი.

უკრაინის მთავრობის განცხადებით, რუსეთმა 42 ათასი სამხედრო ყირიმში, ხოლო 41 ათასი ჯარისკაცი აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან დააყენა. ადგილობრივები იმედს გამოთქვამენ, რომ დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზრდება.

„მომავალი გვაჩვენებს, თუ რა მოხდება. ორივე მხარეს სურს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია“, – ამბობს ნადეჟდა.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ვითარების დეესკალაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს გაიყვანს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend