მთავარიაზიაირანიირანი ურანის გამდიდრების მაჩვენებელს სამოც პროცენტამდე გაზრდის

ირანი ურანის გამდიდრების მაჩვენებელს სამოც პროცენტამდე გაზრდის

ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებით, ისრაელის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ირანი ურანის გამდიდრების მაჩვენებელს სამოც პროცენტამდე გაზრდის.

ორი დღის წინ ირანის ნათანზის ბირთვულ სადგურში ავარია მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო ისრაელის მხრიდან განხორციელებული საბოტაჟი.


“ნათანზის სადგურში ახალი ცენტრიფუგები ავამუშავეთ და ურანის გამდიდრება 60 პროცენტამდე გავზარდეთ. ესაა ჩვენი პასუხი ისრაელისთვის“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი.

იმ შემთხვევაში, თუ ირანი ურანის გამდიდრების მაჩვენებელს 90 პროცენტამდე გაზრდის, იგი ატომური ბომბის დამზადებას შეძლებს.

„მდგომარეობა საგანგაშოა. ირანის ბირთვული პროგრამა მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს. დაძაბულობის მატებასთან ერთად 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენა გართულდება“, – აცხადებს „კრიზის გრუპის“ წარმომადგენელი ალი ვაეზი.

სამი წლის წინ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

ბაიდენის ადმინისტრაცია  მზად არის, შეთანხმება კვლავ განიხილოს.

ექსპერტების თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უარყოფითად იმოქმედებს ქალაქ ვენაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend