მთავარიამბებისაპარლამენტო უმრავლესობის ექვსი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ექვსი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური და მიხეულ დაუშვილი მმართველ პარტიას ტოვებენ. დეპუტატებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პარლამენტში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადეს.

ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა თქვა, რომ ექვსივე დეპუტატი გიორგი გახარიას გუნდის წევრია და სწორედ მასთან ერთად ახალი პარტიის მშენებლობას გეგმავენ.

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი დეპუტატები, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend