გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური და მიხეულ დაუშვილი მმართველ პარტიას ტოვებენ. დეპუტატებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პარლამენტში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადეს.
ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა თქვა, რომ ექვსივე დეპუტატი გიორგი გახარიას გუნდის წევრია და სწორედ მასთან ერთად ახალი პარტიის მშენებლობას გეგმავენ.
„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი დეპუტატები, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ.