დადგინდა, რომ ბათუმის მერიის უარი ახალი მეჩეთის მშენებლობაზე დისკრიმინაციულია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2017 წელს დაწყებული დავა სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან სასამართლოს უარი ჯერ არ გაუბათილებია და მერიისთვის მეჩეთის მშენებლობაზე თანხმობის გაცემა არ დაუკისრებია.