მთავარიევროპაუკრაინა"სამხედროების ასეთი გადაადგილება ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ არ მომხდარა" - იენს სტოლტენბერგი

“სამხედროების ასეთი გადაადგილება ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ არ მომხდარა” – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ NATO ყურადღებით აკვირდება რუსული ჯარის გადაადგილებას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, რუსეთს აგრესიული ქმედებები აუცილებლად ძვირად დაუჯდება.

 
„NATO სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ბოლო კვირებში რუსეთმა ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან დააყენა. სამხედროების ასეთი გადაადგილება ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ არ მომხდარა. ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მსურს ამასთან დაკავშირებით ჩემი წუხილი გამოვთქვა“, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა რაც 2014 წელს დავუშვით, როდესაც რუსეთი ყირიმსა და დონბასის რეგიონში უეცრად შეიჭრა, ხოლო ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადაწყვეტილების მიღებას დიდ ხანს უნდებოდნენ. ამიერიდან რუსეთი ვეღარ გაგვაკვირვებს.  უკრაინა და მისი მეგობარი სახელმწიფოები ფხიზლად ვართ. ამჯერად დროს ტყუილად არ დავკარგავთ. თუ მოსკოვი რაიმე რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს, ეს მას ძვირად დაუჯდება. მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ უკრაინას არ სურს ომი. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ სამყაროს და რუსული სამყაროს ნაწილი არ არის“,  – -აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend