მთავარი მსოფლიო ევროპა კორონავირუსი და ევროპა

კორონავირუსი და ევროპა

3-თვიანი კარანტინის შემდეგ ბრიტანელები ნელ-ნელა უბრუნდებიან მაღაზიებსა და მონატრებულ კათხა ლუდს. ინგლისში ლუდის ბარები, მაღაზიები და სილამაზის სალონები გაიხსნა, რაც პირველი ნაბიჯია ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად.  ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარებამ და სოციალური შეზღუდვების დაცვამ მნიშვნელოვნად დასწია კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვიდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა ამით პანდემია არ მთავრდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, ყურადღების მოდუნებამ, შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევათა ზრდა გამოიწვიოს. ჯანმოში აცხადებენ, რომ პანდემიამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. ჯანმოს წარმომადგენელი მარია ფონ კერხოვი აცხადებს, რომ გასულ კვირას ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 9 %-ით გაიზარდა.

უკვე 7 კვირაა ვირუსის გადაცემა იზრდება, სიკვდილიანობა კი  5%-ით არის მომატებული.

თუმცა ყველას უნდა, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

ნიდერლანდებში 200 ტურისტს ნება დართეს, რომ საბერძნეთის როდოსის კუნძულზე გაემგზავრნონ. მათ უნდა წარადგინონ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი, მათ ასევე არ ექნებათ სასტუმროს ტერიტორიის  დატოვების უფლება.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი შეზღუდვების შემსუბუქებას ჯერჯერობით არ აპირებენ, არც არავინ ფიქრობს სადმე დასასვენებლად წასვლას.

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იკრძალება 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ვენასა და ავსტრიის სხვა რეგიონებში კი კარანტინი 2 მაისამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები