მთავარი ევროპა გერმანია მარკუს ზედერი კანცლერის თანამდებობისთვის იბრძოლებს

მარკუს ზედერი კანცლერის თანამდებობისთვის იბრძოლებს

მარკუს ზედერმა მზადაა, რომ თავისი კანდიდატურა დააყენოს სექტემბერში ბუნდესტაგში დაგეგმილ არჩევნებში. მან გადაწყვეტილება ბერლინში ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების საპარლამენტო ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ბავარიის პრემიერ-მინისტრი ახლა ოფიციალურად არმინ ლაშეტს გაუწევს კონკურენციას.

მარკუს ზედერი აცხადებს, რომ თანამდებობის დასაკავებლად ორივე კანდიდატი მზად არის და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, იგი მაინც გეგმავს არმინ ლაშეტთან თანამშრომლობას.

არმინ ლაშეტიც მზადყოფნას გამოხატავს და აცხადებს, რომ კონსულტაციები ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალისტურ კავშირთან დღეიდან დაიწყება. ლაშეტმა ზედერის განცხადებამდე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღონ.

ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამოც გააკრიტიკეს.

ლაშეტი და ზედერი უკვე შეთანხმდნენ, რომელ კანდიდატსაც ექნება ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვების უფრო მეტი შანსი, სწორედ ის მიიღებს კანცლერის არჩევნებში მონაწილეობას.

უახლესი

სხვა ამბები