პანდემია და ინოვაციები

პანდემიის დროს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები გაჩნდა. პირველ ნომრად ამ სიაში დგას ის ნივთი,  რომელსაც საჯარო სივრცეში ყველგან ხედავთ – პირბადე. პანდემიის დასაწყისში პირბადე ასე გავრცელებული არ იყო, ახლა ყველგან გხვდება თვალში.

ჩვეულებრივი ჰიგიენური პირბადე იმდენად  მოთხოვნადი გახდა, რომ მის წარმოებაში კონკურენცის ზრდა გარდაუვალია. მოთხოვნა მაღალტექნოლოგიურ პირბადეზეც გაიზრადა, რომელიც პირველად 2015 წელს გაჩნდა და დაბინძურებულ  ჰაერს ფილტრავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი, ფაქტობრივად, ყველაფერს ფილტრავს, კოვიდ-19-ის ვირუსის ჩათვლით, მისი გაყიდვები ძალიან გაიზარდა.

 
ფლავიენ ჰელო, ტექნოლოგიური პირბადის მწარმოებელი კომპანია R-PUR-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„ჩვენ 700 პროცენტით გავიზარდეთ, 2020 წელს ჩვენმა წარმოებამ შვიდჯერ მოიმატა. მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ სრულად მაინც ვერ დავაკმაყოფილეთ.“

მეორე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი სადეზინფექციო საშუალებებია. რას იტყოდით თუ საგნები, რომელთაც ხშირად ვეხებით, ავტომატურად გაიწმინდება? აი, სწორედ ასეთი  კარის თვითმწმენდი სახელური შექმნა შვეიცარიულმა დამწყებმა ბიზნესმა Cleanmotion-მა.

ალექს ჰორვათი, CLEANMOTION-ის პრეზიდენტი:

„ კარის სახელურზე დამონტაჟებულია რეზერვუარი სადეზინფექციო საშუალებისთვის, რომელიც იქვე ისხმება. როდესაც ადამიანი კარის სახელურს ჩამოსწევს, მჭიდი ავტომატურად გასრიალდება და დეზინფეციას მოახდენს.“

საყოველთაო კარანტინმა ხალხი სახლებში გამოკეტა და საკუთარ ჯანმრთელობაზე დააფიქრა – ამიტომ მათ საკუთარ ბინებში დაიწყეს ვარჯიში.

შედეგად,  ტრენაჟორების იტალიურ საწარმო  Technogym-ს გაყიდვები გაეზარდა. სავარჯიშო დანადგარებს ძირითადად ფიზიოთერაპევტები ყიდულობდნენ, რომელთაც კლიენტები მოუმრავლდათ.

ნერიო ალესანდრი, კომპანია TECHNOGYM-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„იმის გამო, რომ ხალხი სახლში დამოუკიდებლად ვარჯიშობს, ბევრი ტრავმას იღებს და მერე ფიზიოთერაპევტს აკითხავს.“

კიდევ ერთი კომპანია, რომლის ბიზნესიც კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა წაახალისა, ირლანდიური დრონების მწარმოებელი კომპანია Manna. მისი  დრონი პირდაპირ ბაღის კართან დაგიდებს მედიკამენტებს, თუ დაგჭირდათ.

ბობი ჰილი, MANNA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„ეს დრონები სუფთაა, რადგან ადამიანი არ ეხება. პროდუქციას თვითმფრინავში ატანამდე ულტრაიისფერ სხივებში ვატარებთ და ის სრულიად უსაფრთხოა. თანაც ეს დრონი ხელის ქირასაც არ ითხოვს.“

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

პანდემიაპანდემია