მთავარი გადაცემები გლობალური საუბარი ავადმყოფობის პრევენცია და ციფრული ტექნოლოგია

ავადმყოფობის პრევენცია და ციფრული ტექნოლოგია

დაავდების პრევენციის საუკეთესო გზა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამომჟღავნებაა. ამის კარგი მაგალითია ამერიკული კომპანია KINSA HEALTH-ი, რომელმაც კორონავირუსის პანდემია ოფიციალურ ჯანდაცვის სისტემაზე 18 დღით ადრე აღმოაჩინა. ამაში კომპანიას 2 მილიონი ჭკვიანი თერმომეტრის მომხმარებელთა ქსელი დაეხმარა.

როდესაც ამ მომხმარებლებმა კომპანიას ტეპმერატურის მატების შესახებ შეატყობინეს, KINSA -მ კოვიდ-19-ის გავრცელების პირველი ტალღა დააფიქსირა.

 
ინდერ სინგჰი, KINSA HEALTH-ის ხელმძღვანელი:

„რეალურ მაჩვენებლებს  აკლდება ჩვენი პროგნოზის მაჩვენებელი. სხვაობის გარდა რაც გვრჩება ნაშთის სახით, თუ ეს ნაშთი  აღემატება რიგით სტატისტიკურ მაჩვენებელს, ესე იგი გავრცელების  დიდ ტალღასთან გვაქვს საქმე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მატების რიცხვი უჩვეულოდ მაღალი იყო.“

წარმოგიდგენიათ, ასეთი ტიპის თერმომეტრზე მიბმული გაფრთხილების სისტემა რა ფუნდამენტურად შეცვლიდა ინფექციური დაავადების მართვას? ციფრული ტექნოლოგიები ამოსავალი წერტილია. და პანდემიის დროს სწორედ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის ტემპი დაჩქარდა, ამბობს  მედიცინის ფუტუროლოგი ბერტალან მეშკო.

ბერტალან მეშკო, სამედიცინო ფუტუროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი:

„ტელემედიცინა პანდემიამდეც დიდი მიმდინარეობა იყო. მაგრამ კოვიდ-19-ის დროს ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვამ  ახალი ნორმა შექმნა.“

ამ „ახალი ნორმის“ მთავარი ნაწილი ის არის, რომ ექიმი პაციენტის მიღების დროს ციფრული პლატფორმასაც იყენებს. მეორე მხარე ის არის, რომ საკუთარ ჯანმრთელობას უფრო აქტიურად ვადევნოთ თვალყური.

ამის ერთი მაგალითია ჭკვიანი მაჯის საათი. მას შეუძლია დათვალოს პულსი, გადაიღოს ელექტროკარდიოგრამა და სისხლში ჟანგბადის დონეც გაზომოს. თუმცა საათის მფლობელმა თავად კი უნდა გაშიფროს ეს მონაცემები, არამედ ექიმს მიაწოდოს.

ბერტალან მეშკო, სამედიცინო ფუტუროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი“

„ჩვენ საკუთარი  ცხოვრების ექსპერტები უნდა გავხდეთ, საკუთარი ჯანმრთელობა და ავადმყოფობა უნდა ვმართოთ. მაგრამ დიაგნოზი თავად კი არ უნდა დავსვათ, არამედ მონაცემები ექიმს უნდა გავუზიაროთ, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო ცოდნა აქვს. და ჩვენ, როგორც სამედიცინო გუნდი, საუკეთესო სამედიცინო გადაწყვეტილებებს მივიღებთ.“

უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება ის ტექნოლოგიები, რომლებიც პაციენტებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწოდებენ. ახლა საკითხავი ის არის, შევიცვლებით თუ არა ჩვენ ამ პანდემიის შემდეგ, და გახდება თუ არა ციფრული ჯანდაცვა და დაავადების პრევენცია ჩვენი პრიორიტეტი.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

ციფრული ტექნოლოგიაციფრული ტექნოლოგია