მთავარი ევროპა რუსეთი ალექსეი ნავალნის თანაპარტიელები სასამართლომ გაათავისუფლა

ალექსეი ნავალნის თანაპარტიელები სასამართლომ გაათავისუფლა

რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმას და მის თანამებრძოლ ლიუბოვ სობოლს შინაპატიმრობა მოეხსნათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გაანთავისუფლეს საკრებულოს დეპუტატები ლუსია შტაინი და კონსტანტი იანკაუსკასი, ეს ორი დეპუტატი იანვარში საპროტესტი აქციებისას დააკავეს.

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სამოქალაქო აქტივისტი მარია ალეხინა.

 
გამოტანილი განაჩენის მიხედვით ალექსეი ნავალნის ძმასა და მის თანამებრძოლებს მიმდინარე საქმეზე კომენტარის გაკეთება, ღამით სახლის დატოვება, ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენება ეკრძალებათ.

“ჩვენ ალექსეი ნავალნის საქმეზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, შესაბამისად მე კომენტარს ვერც საპროტესტო აქციების დროს კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის შესახებ აღძრულ საქმეზე გავაკეთებ. რაც შეეხება დაწესებულ სასჯელს, ჩვენ ჯერ კიდევ გვეკრძალება სახლის დატოვება, ეს ჩემი მეუღლის ბინაა, სადაც ღამეს ვათენებ. ჩვენ შეზღუდული გვაქვს ტელეფონის გამოყენებაც, ელექტრონული ფოსტისაც”,- ამბობს ლიუბოვ სობოლი ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი.

რუსულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით ორ წელიწადნახევრიანი სასჯელი მიუსაჯა, რუსი პოლიტიკოსი სასჯელს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

რუსეთის ფედერაციაში საპროტესტო გამოსვლები იანვარში დაიწყო, მას შემდეგ რაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 5 თვიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი სამშობლოში დაბრუნდა.

ალექსეი ნავალნი მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.

“ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ მაშინ როდესაც ეს კრიმინალური საქმე ალექსეი ნავალნის წინააღმეგ დასრულდება და ყველა ბრალდება გაუქმდება. ეს ერთადერთი მისაღები სცენარია. რაც შეეხება დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ეს რათქმაუნდა კარგი ნიშანია, ნათელია რომ ადამიანის სახლში გამოკეტვა მის დამონებას ნიშნავს”, – ამბობს ნიკოს პარასკევოვი, ოლეგ ნავალნის ადვოკატი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლაბორატორიების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიუხედავად რუსეთის ფედერაციის სამართალდამცველები ალექსეი ნავალნის ბრალდებას, მისი ქიმიური იარაღით მოწამვლის შესახებ, უარყოფენ.

ალექსეი ნავალნი დედაქალაქ მოსკოვიდან 85 კილომეტრში პოკროვის შრომაგასწორებით კოლონიაშია დაპატიმრებული.

ეს კოლონია სიმკაცრით არის ცნობილი. დაპატიმრებიდან ცოტა ხანში ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, არსებული ინფორმაციით მას ღამე საათში ერთხელ აღვიძებენ.

რუსი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 31 მარტს შიმშილობა გამოაცხადა, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით ალექსეი ნავალნი საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

ალექსეი ნავალნიალექსეი ნავალნი