მთავარისაქართველოაფგან მუხთარლი პროკურატურას ჩვენებას მისცემს

აფგან მუხთარლი პროკურატურას ჩვენებას მისცემს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 8 აპრილს პროკურატურაში 12 საათისთვის მივა და თავის გატაცებასთან დაკავშირებით ჩვენებას მისცემს.

მანამდე კი ის პრესკონფერენციას მართავს.

როგორც ჟურნალისტის უფლედამცველები აცხადებენ, მუხთარლი მზადაა დაასახელოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა მის გატაცებაში.

ჟურნალისტი საქართველოში ბოლოს  2017 წლის 29 მაისს იმყოფებოდა, რა დროსაც ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

 
აფგან მუხთარლის ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. აზერბაიჯენელმა ჟურნალისტმა ციხეში 3 წელი გაატარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend