მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოგაერთიანებულ სამეფოში მიანმარის ელჩს საელჩოშო არ უშვებენ

გაერთიანებულ სამეფოში მიანმარის ელჩს საელჩოშო არ უშვებენ

გაერთიანებულ სამეფოში მიანმარის ელჩს საელჩოშო შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მას  ბრიტანეთში დიპლომატიური საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ ექნება.

ეს გადაწყვეტილება მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებულ სამეფოში მიანმარის ელჩმა დაკავებული ლიდერის აუნ სან სუ ჩის გათავისუფლება მოითხოვა.

ამავდროულად, მიანმარში საპროტესტო აქციები არ წყდება.

დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლასა და აუნ სან სუჩის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე მიანმარში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend