გაერთიანებულ სამეფოში მიანმარის ელჩს საელჩოშო შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მას ბრიტანეთში დიპლომატიური საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ ექნება.
ეს გადაწყვეტილება მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებულ სამეფოში მიანმარის ელჩმა დაკავებული ლიდერის აუნ სან სუ ჩის გათავისუფლება მოითხოვა.
ამავდროულად, მიანმარში საპროტესტო აქციები არ წყდება.
დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლასა და აუნ სან სუჩის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე მიანმარში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც.