მთავარიევროპაესპანეთიტურიზმი ევროპის მასშტაბით

ტურიზმი ევროპის მასშტაბით

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტას სჩინასი მადრიდში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრისას ევროპაში ტურიზმის სფეროში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შემდეგ კვლავ ამუშავების გეგმები განიხილეს.

“მოხარული ვარ, რომ მადრიდში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ვიმყოფები.

მსოფლიო ტურიზმის გული აქ ცემს. მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ჩემს მეგობართან, გენერალურ მდივან პოლოლიკაშვილთან.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ერთი წლის წინ გავიცანი, როდესაც თავისუფალი მიმოსვლა ჯერ კიდევ შეზღუდული იყო.

ამ პერიოდის შემდეგ ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს. ევროკავშირი ახლა თავისუფალი მიმოსვლისა და ცხოვრების ჩვეული რითმის აღდგენისათვის ემზადება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა არავითარ შემთხვევაში არ დააყენებს რისკის ქვეშ იმასც , რასაც მსოფლიომ ამხელა მსხვერპლის ფასად მიაღწია, ამ საშინელი 13 თვის განმავლობაში.

ცხოვრების ჩვეული რითმის აღდგენა დიდწილად არის დამოკიდებული ციფრულ მწვანე სერტიფიკატებზე და დიდი იმედი გვაქვს,  რომ ევროკავშირი აღიარებს მსოფლიოს მასშტაბით არსებული მწვანე ციფრული სერტიფიკატების მსგავს სქემებს.

ეს პროცესი მსოფლიოს მასშტაბით უნდა იყოს კოორდინირებული, ჩვენ წინ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს”,  – მარგარიტას სჩინასი, ევროკომისიის პრეზიდენტი.

“ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი რანგის სტუმრების მიღებას ყოველთვის მივესალმებით. ეს ამ მასშტაბის პირველი ვიზიტია. ბატონი მარგარიტის სჩინასის ვიზიტი დიდი პატივია. ვფიქრობ, რომ მწვანე ციფრული სერტიფიკატების საკითხის განხილვა ძალიან დროულია.

ეს სერტიფიკატები ევროპის მიერ თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის და ტურიზმის ხელახლა ამუშავების ბერკეტია.

ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთანაც გავივლით.

ბევრი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრა კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ევროკავშირსა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გამართული ეს შეხვედრა ამის კარგი დასტურია. როგორც ბატონმა მარგარიტის სჩინასმა განაცხადა, უკვე რვა თვე გავიდა ბრიუსელში ჩვენი ვიზიტიდან მაშინ სწორედ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იყო.

მსურს ხაზი გავუსვა ამ კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ ჩვენი ორგანიზაციისთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავლაშიც გაგრძელდება.

მწვანე ციფრული სერტიფიკატებისა და ვაქცინაციის საკითხების გარდა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, მაგალითად –  მწვანე ინვესტიციებსა და მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებულ პროექტებს.

ევროკავშირი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საინტერესოა ასევე განათლებასთან და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც, ასე რომ ჩვენ მწვანე ციფრული სერტიფიკატების კიდევ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ”, – ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend