მთავარისაქართველოპანდემიასთან დაკავშირებული რისკები გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს

პანდემიასთან დაკავშირებული რისკები გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ქალებისთვის მნიშვნელოვნად იცვლება, რაც დამოკიდებულია მიღებულ განათლებაზე, ოჯახურ მდგომარეობასა და სოციალურ-დემოგრაფიულ მახასიათებლებზე. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიღწეული წინსვლის მიუხედავად, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ქვეყანა სტაგნაციის და ზოგიერთ სფეროში უკუსვლის რისკის წინაშეც კი დგას.

“საქართველოში გამოკვეთილია გენდერული უთანასწორობის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. ქვეყანაში  გენდერული უთანასწორობა შრომით რესურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით 19 პროცენტული ერთეულია, ხოლო რაც შეეხება ხელფასს, მამაკაცების ანაზღაურება 16 პროცენტით მაღალია, ვიდრე ქალებისა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის საკითხი, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია.  ქალების 6 პროცენტი კი ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის თავისი პარტნიორის მხრიდან”, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend