მთავარისაქართველომოქალაქეები სამინისტროს ვებ-პორტალზე სასურველი ვაქცინის არჩევას შეძლებენ

მოქალაქეები სამინისტროს ვებ-პორტალზე სასურველი ვაქცინის არჩევას შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სურვილის გამოხატვას წინასწარი რეგისტრაციით შეძლებენ. ვებ-პორტალზე მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

ვაქცინაციის საბჭოზე დღეს ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონდე პირთა ვაქცინაციისთვის დაიწყონ მზადება.


„ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და აირჩიონ ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება. ეს კვლევა იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ მომავალში”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭო მომავალ კვირაში კვლავ შეიკრიბება და საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” ვაქცინაციის დაწყებას განიხილავს. სხდომაზე საუბარი იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend