მთავარიკუბიფეისბუკმა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები წაშალა

ფეისბუკმა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები წაშალა

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა პარტია „ქართული მარშის“ წევრებსა და პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი აღმოაჩინა.

ციფრული ლაბორატორიის ინფორმაციით, ქსელში შედიოდა 24 ფეისბუკგვერდი, 12 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში და 11 ინსტაგრამპროფილი.

ორგანიზაცია ავრცელებს  ფეისბუკის სპიკერის განცხადებასაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქსელში ჩართული პირები ვინაობისა და კოორდინირებული ქმედების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა მათი იდენტიფიკაცია მაინც მოხერხდა.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ეს ადამიანები სტატუსების გამოსაქვეყნებლად ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ, რითაც გარკვეულ გვერდებსა და ჯგუფებს აკონტროლებდნენ. ამ ქსელის ადმინისტრაცია სიძულვილის ენასთან დაკავშირებული სტანდარტების დარღვევის გამო რამდენჯერმე გააფრთხილეს.

„არაავთენტური კოორდინირებული ქცევა არის ისეთი ქცევა, როდესაც შენიღბულად, ხელოვნურად, ცდილობ შენი კონტენტის პოპულარიზაციას, რომ წარმოაჩინო უფრო რეიტინგული, უფრო პოპულარული ვიდრე სინამდვილეში არის. ამ პროცესში იყენებ გვერდებს, ჯგუფებს ინსტაგრამანგარიშებს და რეალურ პროფილებს. ასეთ ქსელში ჩართულებს, ფეისბუკი აუქმებს როგორც რეალური ადამიანის ანგარიშს ასევე არაავთენტურ ანგარიშებსაც“, – აღნიშნავს „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში ციფრული ლაბორატორიის მკვლევარი სოფო გელავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend