მთავარი საქართველო დაიწყება თუ არა საქართველოში ჯანმოს ავტორიზაციამდე ჩინური წარმოების ვაქცინით აცრა

დაიწყება თუ არა საქართველოში ჯანმოს ავტორიზაციამდე ჩინური წარმოების ვაქცინით აცრა

დღეს, 7 აპრილს, ვაქცინაციის ინტერსექტორული კომიტეტის სხდომაა, სადაც განიხილავენ დაიწყება თუ არა საქართველოში მოქალაქეების აცრა ჩინური წარმოების ვაქცინით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. საქართველომ ჩინური წარმოების  „სინოფარმის“ ვაქცინა მას შემდეგ შეიძინა, რაც იგი აღიარა ევროკავშირის წევრი უნგრეთის მარეგულირებელმა სამსახურმა.

„სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა ქვეყანაში 3 აპრილს შემოვიდა. ამასთან, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინებს.

 

უახლესი

სხვა ამბები