მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ მედიაში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა რომ სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს დიდი მნიშვნელობა აქვს, აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის არ კმარა.

უკრაინელი ლიდერი ასევე ამბობს, რომ დონბასის რეგიონში კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ NATO-ს შეუძლია.

NATO-ს მხრიდან უკრაინისათვის  ეგრეთწოდებული MAP – ის მინიჭება ოფიციალური კრემლისათვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა.

რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ომი საქართველოში შეჭრიდან 6 წელიწადში დაიწყო, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე 15 ათასი უკრაინელი სამხედროსა და 30 ათასამდე სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend