მთავარისაქართველოIRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს, ხოლო იგივე რაოდენობა წინააღმდეგია.

ასევე, არჩევნები, რომ ტარდებოდეს კვირას, “ქართულ ოცნებას”  35% მისცემდა ხმას, “ნაციონალურ მოძრაობას” – 18%, ხოლო ევროპულ საქართველოს – 3%. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ COVID-19-ზე არ აიცრება, ხოლო 20% აცხადებს, რომ აიცრება, როდესაც ვაქცინა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.


24%-აპირებს გარკვეული დროის შემდეგ გაიაროს  იმუნიზაცია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულებისათვის ყველაზე მისაღები საჯარო პირი პატრიარქი, ილია მეორეა 89%-ით, შემდეგ კი გიორგი გახარიაა 65%-ით.

კვლევის  საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვლია.

საველე სამუშაოები „IPM“ მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend