საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები „კომენდანტის საათის“ გაუქმებას და დაწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სცენა მოაწყეს. მათი განცხადებით, კონცერტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და დილის 05:00 საათზე დასრულდება.