მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთში ძველი სააღდგომო ტრადიცია აღადგინეს

ჩეხეთში ძველი სააღდგომო ტრადიცია აღადგინეს

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ჩეხეთის რესპუბლიკაში ძველი სააღდგომო ტრადიცია აღადგინეს. ქალაქ ჩესკე ბუდეიოვიჩეში ადამიანები შავი კოსტიუმებით, თეთრი ნიღბებით, დოლებითა და ურიკებით გამოვიდნენ.

„მსვლელობის ბოლოს ჩვენ ვილოცებთ ჩვენი მოხუცებისთვის, ექიმებისა და პოლიციელებისთვის, ყველასთვის, ვინც პანდემიის გამო დაზარალდა“, – ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი ვიტ მაჩიკი.

რიტუალი უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა.  ევროპული ქვეყნების ნაწილში სააღდგომო დღეებში ზარებს არ რეკავენ, რადგან ითვლება, რომ ამ დროს ყველა ზარი რომში მიფრინავს. თუმცა, როგორც ჩანს, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხმაურის მოწყობას ამჯობინებენ.

„ჩემთვის ეს ულამაზესი გამოცდილებაა. მსვლელობაში მონაწილეობის მიღებით მე შევძელი, დამესვენა და განვლილი წელი გამეაზრებინა“, – ამბობს მსვლელობის მონაწილე რომან ურბანი.

მსვლელობა აღდგომის დღემდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend