მთავარიმსოფლიოევროპაევროპა აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად შეზღუდვებს ამკაცრებს

ევროპა აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად შეზღუდვებს ამკაცრებს

ესპანეთში  აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღდგომის კვირას ტარდება , თუმცა უკვე მეორე წელია, პანდემიის გამო ესპანეთში სადღესასწაულო მსვლელობები აღარ იმართება, რადგან მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვების დაცვა უწევს. აღლუმების გაუქმების მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი ეკლესიაში დადის, ზოგიერთი კი საცხოვრებელი სახლის აივნიდან უერთდება საერთო დღესასწაულს.

აღდგომის დღესასწაული პორტუგალიაშიც მკაცრი შეზღუდვების ფონზე ჩაივლის. მრავალი ოჯახი ქრისტიანულ დღესასწაულს ქალაქგარეთ აღნიშნავს. მაგრამ წელს, ვისაც მნიშვნელოვანი მიზეზი არ აქვს, ქალაქს ვერ დატოვებს. პორტუგალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან სკოლები, ღია სივრცეში მოქმედი დაწესებულებები და ძეგლები გაიხსნება. ამ დროისთვის პორტუგალიაში კორონავირუსის რამდენიმე ასეული შემთხვევა დასტურდება.

პორტუგალიის მსგავსად, ლიეტუვას პოლიციაც მკაცრად აკონტროლებს საქალაქთაშორისო  გადაადგილებას, განსაკუთრებით მატარებლებსა და ავტობუსებს. მოსახლეობას სხვა ქალაქში გადაადგილების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ სამუშაოდ მიემგზავრება, სხვა მუნიციპალიტეტში ქონებას ფლობს ან მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს საცხოვრებელი ადგილის დასატოვებლად.

 

ავსტრიაში მკაცრი საკარანტინო წესები 1 აპრილიდან ამოქმედდა. ზოგიერთ რეგიონში 24-სააათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. მოსახლეობას მხოლოდ აფთიაქში და სასურსათო მაღაზიებში გადაადგილების უფლება აქვს. ასევე სავალდებულოა რესპირატორული ნიღბების გამოყენება.

კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის გამო სლოვენიისა და ხორვატიის ხელისუფლებებიც ამკაცრებენ დაწესებულ შეზღუდვებს და ინფიცირებულთა ზრდის შემცირებას მოსახლეობის ვაქცინაციით ცდილობენ.

საკრუიზო გემები კი, როგორც ჩანს, უსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვით დღესასწაულების აღნიშვნისთვის საუკეთესო საშუალებაა. ოთხშაბათს  31 მარტს,  გენუას პორტი დატოვა კრუიზმა „გრანდიოსამ“, რომელმაც გეზი მალტასკენ აიღო და 7 დღეში დაბრუნდება იტალიაში. კრუიზის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, სააღდგომო არდადეგები შესანიშნავად გაატარონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend