მთავარი ამბები „ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 აქტივისტი დააკავეს

„ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 აქტივისტი დააკავეს

სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან 12 მოქალაქე შსს-ს განცხადებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ამასთან, “შეცვალეს” წევრის დეა სამადბეგიშვილის განცხადებით, გია ვოლსკის აქტივისტებმა „მონა” უწოდეს, ხოლო ვოლსკიმ აქტივისტების მისამართით უხერხული ჟესტი გამოიყენა.

პარალელურად პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომებზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება საუბარი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სავარაუდოდ, 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც იმსჯელებენ, რომელშიც ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსური დახმარების შეჩერების მოწოდებას გააკეთებენ.

უახლესი

სხვა ამბები