მთავარი სპორტი საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუზავდა

საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუზავდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები საბერძნეთს ეწვია და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში 76-ე წუთზე გაიხსნა. ოთარ კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ბერძენთა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2 წუთის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი გარღვევითა და დარტყმით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 
პირველი ორი მატჩში საქართველომ ქულის მოპოვება ვერ შეძლო, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ დამარცხდა, ასე რომ, ახალი მთავარი მწვრთნელის, ვინი სანიოლის ხელმძღვანელობით ქართველებმა პირველი ქულა მოიპოვეს.

საქართველოსთვის სანაკრებო პაუზა ამ მატჩით დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, 3 აპრილს კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსოვოს დაუპირისპირდება და ახალი მთავარი მწვრთნელი ნაკრებთან ერთად პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

საქართველოს ნაკრებისაქართველოს ნაკრები