იტალია ერთ-ერთია ევროპის რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც პანდემიის გამო სკოლები დიდხანს დაუხურა.
სახელმწიფო ფონდებში არ არის საკმარისი თანხა, რომ ხელისუფლებამ ყველა იტალიელი სტუდენტის ტექნიკურად აღჭურვა უზრუნველყოს.
„ციფრული და თანაბარი“ იმ კამპანიის სახელია, რომელსაც მედია და საქველმოქმედო ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით აწარმოებენ. ისინი ეხმარებიან სკოლებს, რომ გაჭირვებული ოჯახების მოსწავლეები კომპიუტერებით უზრუნველყონ.
“იტალიისთვის, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, და რომელსაც ამდენი მსხვერპლი ჰყავდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ისევ ერთსულოვანია. ხალხმა 10, 15 ან თუნდაც 50 ევრო რომ გამოყო ამ ახალგაზრდა სტუდენტებისთვის, იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობაში ქრიატიანული ღირებულებები კვლავ არსებობს”,-ამბობს კამპანიის ხელმძღვანელი მაურიციო მოლინარი
სკოლამ, რომელსაც რომში ვესტუმრეთ, კამპანიის ფარგლებში 10 პერსონალური კომპიუტერი მიიღო.
„ საგანგებო სიტუაციების დროს ჩვენ ვნახეთ, რომ სტუდენტები, ფაქტობრივად, არ ესწრებოდნენ დისტანციურ გაკვეთილებს, რადგან მათ ინტერნეტის პრობლემები ჰქონდათ. ასევე, როდესაც ოჯახში ერთზე მეტი ბავშვია და მათ საერთო ლეპტოპი აქვთ, ესეც პრობლემაა, მით უმეტეს მაშინ, თუ მშობლებიც სახლიდან მუშაობენ“,-ამბობს ერთ-ერთი ლექტორი ტულია აურელიო
როდესაც სკოლები დახმარებას ვერ სთავაზობენ ოჯახებს, ისინი ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ. ერთ-ერთი კომპანია მეორეულ პერსონალურ კომპიუტერებს სთავაზობს გაჭირვებულ ოჯახებს. რიკარდო გვიყვება, რომ მისი 10 წლის ვაჟი გაკვეთილებს სახლიდან სმარტფონის საშუალებით ესწრებოდა.
„ჩემი მეუღლის ან ჩემს ტელეფონს რომ იყენებდა, ესეც დიდი პრობლემა იყო. ყოველთვის, როდესაც ზარი შემოდიოდა, კავშირი წყდებოდა, ჩემი შვილი იძულებული იყო, ყოველ ჯერზე თავიდან შესულიყო გაკვეთილზე„, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი რიკარდო მოლინეტი.
დღეს, ისე, როგორც არასდროს, ციფრული პრობლემები ევროპისთვის გამოწვევაა.
“დრაგის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2026 წლისთვის ყველა მიიღებს მაღალი სიჩქარის WIFI კავშირს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერსპექტივაა. ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს ახალგაზრდების განათლებას უკავშირდება. ეს კი ჩვენი კომპანიების საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს”,-ამბობს კამპანიის ხელმძღვანელი მაურიციო მოლინარი.
ბუნებრივია, ყველას დახმარებას დრო დასჭირდება, მანამდე კი იტალიის მოსახლეობა ამ პანდემიის დროს იძულებულია, იმუშაოს და ისწავლოს დისტანციურად.