მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოკომპანია "დელივერუ"-ს აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდება

კომპანია “დელივერუ”-ს აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდება

მიტანის სერვისის კომპანია „დელივერუს“ თანამშრომლებს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ მას შემდეგ, რაც კომპანია საფონდო ბირჟაზე გავიდა. ღირებულებამ თითქმის მესამედით დაიკლო. ამის მიზეზი ის იყო, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ხშირად აკრიტიკებდნენ საკვების მიმწოდებელ კომპანიებს თვითდასაქმებულ კურიერებს არასათანადოდ მოპყრობისთვის.

„სანამ კომპანიების ფასი დაეცემოდა, ჩვენ მანამდეც ვღელავდით. არც საფონდო ბირჟამდე იყო კარგი პირობები. ახლა აქციებიც იყიდება, ყველამ კარგად ვიცით, ფინანსური სფერო როგორია. მაქსიმალური მოგება ინვესტორებს დარჩებათ”, – ამბობს ერნესტი,ერთ-ერთი კურიერი საფრანგეთიდან.

„როდესაც დიდი კომპანიების აქციები იყიდება და უფრო საჯარო ხდება, დასაქმებულები ზარალდებიან. იმედი მაქვს, ასე არ იქნება და ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდება, მაგრამ მეეჭვება“,-ამბობს კურიერი რაფაელი

კომპანია „დელივერუში“ ირწმუნებიან, რომ მისი კურიერები, რომელთა რაოდენობა 800 ქალაქში 100,000-ს შეადგენს,  აფასებენ სამუშაოს მოქნილ გრაფიკს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კომპანია გააგრძელებს ინვესტიციებს ინოვაციებში, რაც დაეხმარება რესტორნებსა და სასურსათო მაღაზიებს ბიზნესის განვითარებაში, მომხმარებელს უფრო მეტი არჩევანი ექნება  და კურიერებსაც უფრო მეტ სამუშაოს შეასრულებენ.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend