მთავარი ამბები იუსტიციის მინისტრის თანამდებობას რატი ბრეგაძე დაიკავებს

იუსტიციის მინისტრის თანამდებობას რატი ბრეგაძე დაიკავებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ბრეგაძე ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 
„რატი ბრეგაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთიფანიძე შეცვალა, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

უახლესი

სხვა ამბები

იუსტიციის მინისტრიიუსტიციის მინისტრი