მთავარი ევროპა ესპანეთი ესპანურმა პოლიციამ უკანონო წვეულებები დაშალა

ესპანურმა პოლიციამ უკანონო წვეულებები დაშალა

ესპანური პოლიცია მადრიდში გამართული უკანონო წვეულებების წინააღმდეგ იბრძვის. ექსპერტების თქმით, ვნების კვირას ვირუსის გავრცელების შანსი მაღალია. გასულ შაბათ-კვირას პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში 353 არალეგალური შეკრება დაშალა. ერთ-ერთი ასეთი სპეცოპერაციის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დაისვა კითხვები – აქვს თუ არა პოლიციას კერძო ბინაში შეჭრის უფლება სასამართლო განჩინების გარეშე. სასამართლოს წარმომადგენელთა განცხადებით, პოლიციის ქმედება კანონიერი იყო, რადგან იგი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურებოდა.

 
„ქუჩებში, პარკებში, ბარებსა და ტერასებზე ბევრი ხალხი გროვდება. 20-30 წლის ტურისტები შაბათ-კვირას იკრიბებიან. მათ დროის გატარება სურთ. ამის წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, თუ ისინი უსაფრთხოების წესებს დაიცავენ“, – აცხადებს მადრიდის პოლიციის უფროსი ხოსე ლუი მორჩილო.

ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ესპანეთში ყოველდღიურად საშუალოდ 6 ათასი შემთხვევა ვლინდება.

„ახალი შემთხვევების მხრივ დადებითი დინამიკა თუ შენარჩუნდა შეზღუდვების შემსუბუქების დაწყებას შევძლებთ. საჭიროა, ცოტაც მოვითმინოთ“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის დირექტორი ფერნანდო სიმონი.

ვნების კვირაში ესპანელებს რეგიონების დატოვება ეკრძალებათ. თუმცა, უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება მაინც აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

ესპანურმა პოლიციამესპანურმა პოლიციამ